მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით, 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში 22 მაისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, ახალგაზრდა „ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი“. საერთო ჯამში „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით 13 ადამიანია დაკავებული.
მანჩესტერში 22 მაისს მომხდარი ტერაქტი ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა დიდ ბრიტანეთში 2005 წლის შემდეგ. „მანჩესტერ არენაზე“ აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები