პაოლო ალი: ქართველი ახალგაზრდობის სწრაფვა ნატოსკენ, რომელსაც ვხედავდით სამი დღის განმავლობაში, შთაგონების წყარო იყო ყველა ჩვენგანისთვის

“საქართველოს და განსაკუთრებით, ქართველი ახალგაზრდობის სწრაფვა ნატოსკენ, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ამ სამი დღის განმავლობაში, შთაგონების წყარო იყო ყველა ჩვენგანისთვის”, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს და განსაკუთრებით, ქართველი ახალგაზრდობის სწრაფვა ნატოსკენ, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ბოლო სამი დღის განმავლობაში, შთაგონების წყარო ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თქვენი დამოუკიდებლობის, ეროვნული იდენტობის გრძნობით და თქვენი მისწრაფებით, განსაზღვროთ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. მადლობას მოგახსენებთ, ყველას სახელით, გამორჩეული კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატოს საქმიანობაში“, – განაცხადა პაოლო ალიმ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც თბილისში 26 მაისს გაიხსნა, დღეს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები