ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის გაერთიანებული შტაბი იუწყება. რაკეტის ტიპი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. სამხრეთ კორეის სააგენტო „რენპაპის“ ინფორმაციით, ამ ფაქტის გამო, სეულში უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა.
რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამის გამო, ტოკიომ ჩრდილოეთ კორეას პროტესტი გამოუცხადა. იაპონიის ხელისუფლებამ მას უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა უწოდა.