შრი-ლანკაზე დაღუპულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაზე წყალდიდობების და მეწყერების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. 11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სტიქიური უბედურება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. 500 ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ეს კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა, ბოლო 14 წლის განმავლობაში.
შრი-ლანკამ სხვა ქვეყნებს დახმარებისთვის უკვე მიმართა.  კოლომბოში ინდოეთიდან ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები