ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ ირაკლი კობახიძეს მიმართა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა:
„ეს არის პირველი სესია, რომელიც საქართველოში გაიმართა. ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არაჩვეულებრივი შრომა გასწიეთ და ეს წარმატებული სესია ჩაატარეთ. მადლობელი ვართ, რაც ამ დღეების განმავლობაში გაკეთდა. ჩემთვის დიდი პატივია, ოქტომბერში კიდევ ჩამოვიდე საქართველოში. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის – იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამ რეპუტაციას მართლაც ამართლებს“, – განაცხადა პაოლო ალიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები