პენტაგონის ხელმძღვანელი: რატომ მიიჩნევენ რუსები ნატოს საფრთხედ, ეს ჩემს წარმოსახვებს სცილდება

„რატომ მიიჩნევენ რუსები ნატოს საფრთხედ, ეს ჩემს წარმოსახვებს სცილდება. ცხადია – ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს“ – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა ტელეკომპანია CBS–თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ხაზის შესაბამისად, აშშ რუსეთის მიმართ დიპლომატიურ მიდგომებს იყენებს.
„რაც არ უნდა გვინდოდეს მათთან დიპლომატიური მიდგომებით ურთიერთობა, ყოველთვის წინ აღვუდგებით რუსეთს, როცა ისინი ჩვენ შემოგვიტევენ, მაგალითად, კიბერთავდასხმების ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი შეიარაღებული ძალის გამოყენებით ცდილობენ საზღვრების შეცვლას“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები