ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს აღიარებს , რაც ასამბლეის შეფასებით, აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში;
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ნატოსა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები