ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს რა საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები