ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს ვალდებულებას ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატოში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია;
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტი წარდგენილია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ და რეზოლუციას ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები