ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს უზრუნველყონ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ნატო მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:

ა) უზრუნველყონ ნატოში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა;

ბ) კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად;,

გ) სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი რეგულარული ან ორმხრივი სწავლებების ჩატარების გზით და მისი საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობით;

დ) დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოდ, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით, რომელიც მიმართულია პრო-დასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად;

ე) კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო დოკუმენტი წარდგენილია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს (ლიტვა) მიერ და მას ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები