ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ნატო მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით;
სამუშაო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო გმობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები