ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის მიღწეულ პროგრესს

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს;
სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, ასამბლეა მხედველობაში იღებს, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები