„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღფრთოვანებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით“

ნატო აღფრთოვანებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით, – ამის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში, რომელსაც ასამბლეა, სავარაუდოდ, ხვალ მიიღებს.
პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ დეკლარაციაში ნატოს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბოლში მიღებულ რეზოლუციაში ნატოს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის თაობაზე; ეფუძნება 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა;
ალიანსი ასევე მიესალმება ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები