მიხეილ სააკაშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატს შორის თვითმფრინავში ინციდენტი მოხდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აჭრის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატ ცოტნე ანანიძეს შორის ოდესაში, თვითმფრინავით მგზავრობისას მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.
ვიდეოში ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს, კონკრეტულად კი ანანიძემ ექსპრეზიდენტს 2011 წლის 26 მაისს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა და ციხეში განვითარებული პროცესები შეახსენა. საპასუხოდ სააკაშვილმა ანანიძეს „ნაძირალა“ უწოდა.
“კვირა” ცოტნე ანანიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ინციდენტი დღეს მოხდა.
„მე მას კორექტულად მივმართე, სიტუაციის დაძაბვა არც მიცდია. შევახსენე, რომ მან დიდი ზიანი მომაყენა მეც და საქართველოს ბევრ მოქალაქესაც. მისი რეაქცია, როგორიც იყო, ვნახეთ და ასეთი ტერმინოლოგიით მოსაუბრე ადამიანს კიდევ აქვს პრეტენზია, იყოს აქტიურ პოლიტიკაში და განსაზღვროს რაღაცები“, – განუცხადა „კვირას“ ცოტნე ანანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები