ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: დეკლარაციის მიღება არის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი

29 მაისს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.
„ხვალ, პლენარულ სხდომაზე, მივიღებთ საბოლოო დეკლარაციას საქართველოს შესახებ. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღების ნიშანი, რადგან, მსგავსი დეკლარაციის მიღება ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, რომ ჩვენ სესიას ნატოს არაწევრ ქვეყანაში ვატარებთ, ასე რომ, ეს ჩვენს პრაქტიკაში გამონაკლისია”, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.
პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა დაინტერესებულია, საქართველოს მიმართ ვალდებულების დემონსტრირება მოახდინოს. მისივე თქმით, ასამბლეა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების რეკომენდაციას მისცემს.
„ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ საქართველოს მიმართ ჩვენი ვალდებულების დემონსტრირება მოვახდინოთ. დეკლარაცია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ის მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ ნატო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს. ჩვენ ნატოს მივცემთ რეკომენდაციებს. ასევე, მივცემთ რეკომენდაციას, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობა საქართველოსთან”, – განაცხადა პაოლო ალიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები