სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება, რას აცხადებენ კანდიდატები

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 5-კაციანი სია, რომელიც მთავრობას წარედგინება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კანდიდატების ნაწილმა გასაუბრება უკვე გაიარა. გასაუბრებაზე დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ისევე წარსულ, კარიერულ მოღვაწეობას.
„კითხვები ეხებოდა როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ისევე წარსულ, კარიერულ მოღვაწეობას. ასევე იმ შესაძლო რეფორმებზე, რომელსაც განვახორციელებ, თუკი გავხდები ევროპის სასამართლოს მოსამართლე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანია აცხადებს, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს და მიიჩნევს, რომ ყველა შეკითხვას გაართვა თავი. მისი თქმით, კითხვები იყო ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით, ასევე გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაში, სასამართლოსთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები