„სასამართლო სისტემას ერთ ღამეში ვერ შეცვლი, ამას სჭირდება დრო და მუშაობა, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ“

სასამართლო სისტემას ერთ ღამეში ვერ შეცვლი, ამას სჭირდება დრო და მუშაობა, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ სესიაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
ქაცარავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, შეცვალოს არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ინსტიტუციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
“მინდა მიმოხილვა გავაკეთო, თუ რა პროგრესია საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვაჩვენეთ პოლიტიკური ნება სხვადასხვა კუთხით. ადამიანის უფლებები, დემოკრატიზაცია არის ქვაკუთხუდები დემოკრატიის, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განაგრძოს ამ კუთხით მოძრაობა. სასამართლო სისტემას ერთ ღამეში ვერ შეცვლი, ამას სჭირდება დრო და მუშაობა, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ არა მხოლოდ სასამართლო სისტემა, არამედ ინსტიტუციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს აღიარებულია და სწორედ ამიტომაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი. ბევრი ანგარიშია, სადაც ასახულია ჩვენს მიერ მიღწეული სერიოზული პროგრესი”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები