ქეთევან ციხელაშვილი: სამწუხაროდ, ცისფერი ჩაფხუტები შეიცვალა ოკუპაციის ფერით

პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტები შესაძლოა ერთმანეთისგან ბუნებით განსხვავდება, თუმცა ყველა კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს მიუძღვის – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე სესიაზე განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარის პროგრამები, მშვიდობიანი პოლიტიკა, დიალოგი აფხაზ და ოს ხალხთან, შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს გაყინული ურთიერთობების გალღობაში.
“ბერლინის კედელი გვინახავს დანგრეული და მავთულხლართები ამ ფონზე არ არის ამდენად დიდი პრობლემა. ჩვენი პროგრამები, მშვიდობიანი პოლიტიკა, დიალოგი აფხაზ და ოს ხალხთან, შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს გაყინული ურთიერთობების გალღობაში. ჩვენ ამით დავძლევთ ნებისმიერ ტანკს და მავთულხლართებს. ნდობის აღდგენა არის მნიშვნელოვანი. კონფლიქტები ბუნებით შესაძლოა განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა კონფლიქტში მთავარი როლი რუსეთს მიუძღვის. სამწუხაროდ, ცისფერი ჩაფხუტები შეიცვალა ოკუპაციის ფერით”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები