მიხეილ ჯანელიძემ გიორგი კანდელაკი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში დაადანაშაულა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე ისაუბრა. მან აღნიშნულ საკითხებზე შეკითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა.
მიხეილ ჯანელიძემ კანდელაკი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში დაადანაშაულა. თავად გიორგი კანდელაკმა კი „მოამბესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები თავადაც ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები