მიხეილ ჯანელიძე: იქნება მაპი თუ წევრობა, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ

იქნება მაპი თუ წევრობა, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის (PC) სხდომაზე განაცხადა.
ჯანელიძემ უპასუხა ლიტველი დეპუტატის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ის პოზიციას, რომ თავის დროზე საქართველოსთვის მაპის დაპირებამ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია.
როგორც მინისტრმა განაცხადა საქართველოს საბალოო მიზანი არა მაპი, არამედ ნატოს წევრობაა
“რაც შეეხება მაპს იქნება მაპი თუ წევრობა, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის საქართველოს სუვერენული არჩრვანი, იყოს იმ თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი, რომელთანაც საერთო ფასეულობები აქვს. ეს არ ისახავს მიზნად ვინმეს გაღიზიანებას, არამედ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შექმნას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება მაპი, ჩვენ გვჭირდება წევრობა. მაპი ჩვენი საბოლოო მიზანია”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები