სატვირთო მატარებელი 60 წლამდე კაცს დაეჯახა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანთან სატვირთო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის გამო რკინიგზის სუფსის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი რამდეიმე წუთით გაჩერებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები