მანჩესტერის ტერაქტთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში 22 მაისს მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი“ იუწყება. დაკავება უითინტონის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხდა.
ამჟამად პოლიციას ტერაქტის საქმეზე 11 პირი ჰყავს დაკავებული, რომელთა დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ტერორისტული ქსელის უდიდესი ნაწილი უკვე გამოაშკარავებულია.
დიდ ბრიტანეთში კვლავ შენარჩუნებულია ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმები მომავალშიც იგეგმება.
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ფიქრობს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზ3ე 23 ათასამდე რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს დაკვირვება.
ცნობისთვის, „მანჩესტერ არენაზე“ 22 მაისს მომხდარ ტერაქტს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 100-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები