შრი-ლანკაზე წყალდიდობის შედეგად 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

შრი-ლანკაზე ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და მეწყერების შედეგად, 91 ადამიანი დაიღუპა და 110 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 50 ათასამდე ადამიანი იძულებული იყო, საცხოვრებელი დაეტოვებინა. სტიქიური უბედურება მილიონამდე ადამიანს შეეხო.
წვიმის შედეგად, კუნძულის ოთხი ძირითადი მდინარე ადიდდა და კალაპოტებიდან გამოვიდა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები