ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი

„დღეს ასევე შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გვყავს ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი სერჟანტთა კორპუსი“,-ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი რეალობა სრულიად განსხვავდება 90-იანი წლების საქართველოსგან. ახლა საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება – აკადემია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ. გენერალ-მაიორის შეფასებით მნიშვნელოვანი სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარება იყო.
“განსაკუთრებული მხარდაჭერა იქნა აღმოჩენილი ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების, თურქების, იტალიელების, ბალტიის ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოს განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და საბაზისო საფუძველი ეს არის ეფექტიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბება. ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია, სიამაყით ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება – აკადემია, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო სერჟანტთა ინსტიტუტის განვითარება. ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. სამართალმემკვიდრე არა მარტო ინფრასტრუქტურული ან ტექნიკური საშუალებების, ასევე, გარკვეულწილად, მენტალიტეტის და ძალიან რთული იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისეთი სერჟანტთა ინსტიტუტის დაფუძნება, რომელიც თვისობრივად განსხვავდებოდა საბჭოური მოდელისგან. ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, მუხლმოუდრეკად ასრულებენ თავის მოვალეობას და არაერთგზის უსახელებიათ საქართველო საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ. ​
მისივე თქმით, რეფორმების გატარება იყო საპასუხისმგებლო და გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებული, მაგრამ ამ პროცესში, საქართველომ 2008 წლის ომის გამოცდილებით იხელმძღვანელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები