შვედეთში ავტომობილი აფეთქდა

შვედეთის ქალაქ მალმეში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ გამოცემა “Sydsvenskan”-ი იუწყება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ქუჩაში გაჩერებული ავტომობილი აფეთქდა. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, თუმცა იმასაც ვარაუდობს, რომ აფეთქება ტექნიკურ გაუმართაობას შეეძლო გამოეწვია.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ გამნაღმველები და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები