ათასზე მეტმა პალესტინელმა პატიმარმა ისრაელში შიმშილობა შეწყვიტა

ისრაელის ციხეებში მყოფმა ათასზე მეტმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა. „ბი ბი სის“ ცნობით, შიმშილობა 6 კვირას გრძელდებოდა.
შიმშილობის პერიოდში, 18 პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შიმშილობა მას შემდეგ შეწყდა, რაც პატიმრებს ახლობლებთან პაემნების რაოდენობა გაუზარდეს.  კერძოდ, ახლა ისინი ნათესავებთან შეხვედრას თვეში ორჯერ შეძლებენ.
შიმშილობა ერთდროულად ისრაელის რამდენიმე ციხეში მიმდინარეობდა. ის პალესტინური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მარვან ბარგუტის მოწოდების შემდეგ დაიწყო, რომელსაც ისრაელში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები