აშშ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემას გამოცდის

ამერიკელი სამხედროები ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო სისტემებს გამოცდიან. ამის შესახებ „ბი ბი სი“ პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
აქამდე, მსგავსი ტიპის სისტემებით მხოლოდ საშუალო სიშორის რაკეტების განადგურება ხდებოდა, ახლა კი უფრო სწრაფი რაკეტების საწინააღმდეგო სისტემის ტესტირება შედგება.
ამერიკელები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას არ უკავშირდება, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი სისტემა სწორედ ისეთი რაკეტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთა წარმოება ჩრდილოეთ კორეას და ირანს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები