ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის სიძე რუსეთის ელჩთან საიდუმლო კავშირების შესაძლებლობას განიხილავდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი შეერთებული შტატების ელჩთან სერგეი კისლიაკთან  საიდუმლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას განიხილავდა. ამის თაობაზე „ბი ბი სი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, კუშნერს და კისლიაკს კავშირები ჰქონდათ 2016 წელს, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს და შემდგომ პერიოდშიც. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კუშნერს სულ მცირე სამი სატელეფონო საუბარი ჰქონდა კისლიაკთან 2016 წელის აპრილიდან ნოემბრამდე, რომელთა შესახებ მან ინფორმაცია არ გაასაჯაროა.
კერძოდ კუშნერმა კისლიაკს  საიდუმლო არხის გამოყენება შესთავაზა, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები თვალთვალს არ ახორციელებენ. Washington Post-ის ინფორმაციით, კისლიაკი ამ შეთავაზებით გაოცებული იყო. ამავე ინფორმაციის მიხდვით, შეხვედრას ყოფილი გენერალი და ტრამპთან დაახლოებული პირი მაიკლ ფლინიც ესწრებოდა.
ინფორმაცია საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკულმა დაზვერვამ აშშ-ში რუსეთის ელჩის მიმოწერის და სატელეფონო საუბრების შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა.
ამ ინფორმაციაზე თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები