ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მიღწევები მხარდაჭერილი და აღიარებული იქნება

მიხარია, რომ ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით აქ ამ ყველაფრის დემონსტრირება მოხდება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მხარდაჭერილი და აღიარებული იქნება ყველა ეს მიღწევა, -ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სასტუმრო „ჰუალინგში“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ფორმატი კარგი საშუალება იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება გაეცნოს ქვეყნის წარმატებებს.
„საქართველოს მიზანია, რომ ეს ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები, რასაც ქვეყანამ მიაღწია, რამდენადაც ეს შემდგომში უნდა აისახოს ჩვენს სწრაფვაზე ნატოსკენ და შეფასებებში მივიღოთ პოზიტიური შედეგები“,-განაცხადა სესიაშვილმა.
სასტუმრო „ჰუალინგში“ დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამი კომიტეტის – თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტების სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები