სოფიო ქაცარავა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, საპარლამენტო დიპლომატიაზე ისაუბრეს, ასევე, ის მიმართულებები მიმოიხილეს, რაც საქართველოს თურქეთთან აკავშირებს.
„მიმოვიხილეთ სტრატეგიული ურიერთობები, ვაჭრობა, ეკონომიკა და დავსახეთ სამომავლო გეგმები იმისთვის, რომ საპარლამენტო დონეზე არა მხოლოდ მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, არამედ კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობა გავააქტიუროთ. შვთანხმდით სამომავლო ვიზიტებზე, მრავალფორმატიან საპარლამენტო დელეგაციებში თანამშრომლობაზე”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე თურქეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ალიანსში მისი ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები