დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მინისტრის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
„აღსანიშნავია ყველა ის ღონისძიება, რომელიც დღეს არა მხოლოდ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, არამედ მთელ საქართველოში იმართება. 26 წლის წინ, საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა აღადგინა. დღეს ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებელი და თავისუფალი, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა საჭიროა ამ ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება“ , – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები