“საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს”

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ დღევანდელი დღესასწაული მთელ საქართველოს მიულოცა.
,,26 მაისი ეს არის ჩვენი წინაპრებისთვის, საქართველოსთვის თავდადებული მამულიშვილებისთვის სანუკვარი დღე. 26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დღე და კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოს გულშემატკივრობს. მე ვისურვებდი ერთს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს”, – განაცხადა კალაძემ.
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები