ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დაიწყო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს 600-მდე სტუმარი ეწვია.
თბილისში იმყოფება ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, რომელთანაც დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ გზებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც აღინიშნა, ასამბლეისთვის საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და ვითარდება.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. პაოლო ალიმ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული სტაბილურობა ნატოს ყურადღების ცენტრშია და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო რეგიონული, არამედ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები