პრეზიდენტი: ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე

“ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, ამ საზეიმო ტრიბუნიდან, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.
პირველ რიგში, ჩვენი მრავალეროვანი საქართველოს სახელით მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა, რომ ქართული სახელმწიფო არ დაიხევს არც ერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით – რაც ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობით გამოიხატება.
ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე, ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები