ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლინკევიჩიუსმა მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე, ინგლისურ და ქართულ ენებზე გამოაქვეყნა.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. არასდროს დაკარგოთ თავისუფალი სული!” – წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები