ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

“ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება”, – ამის შესახებ საქართველოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ განაცხადა.
პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ვალდებულებას გრძნობს და პასუხისმგებლობა აქვს აღებული.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს 2008 წელს, ბუქარესტში ბევრჯერ ითქვა და ეს ძალაში რჩება. MAP-ი ინსტრუმენტია და პოლიტიკური ხედვაა. MAP-ი კონკრეტული საშუალებაა, რომ პროცესი დაიწყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც ბჭობენ. საქართველოს სიტუაციაში, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარგი საშუალებაა. ნატოს მხრიდან MAP-ი გადაჭრის გზაა და ამაზე საუბარს და მსჯელობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ალიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები