ირაკლი კობახიძე: ნატოს ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ძლიერდება

„ნატოს ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ძლიერდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატოსთან ურთიერთობას საქართველოსთვის კონკრეტული შედეგები მოაქვს.
„იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება. დღეს, ჩვენ ნატოს საპარლამენტო ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები, საკვანძო საკითხები, შემდგომი თანამშრომლობა და დაახლოების გზები განვიხილეთ. ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოითქვა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ურთიერთობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა კობახიძემ.
26-29 მაისს, საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანას 600-მდე სტუმარი ეწვევა. 29 მაისს კი, საქართველოს მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები