ირაკლი სესიაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება, ჩვენი წარმატების აღიარებაა

„ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება, ეს საქართველოს განვითარების, პროგრესისა და დემოკრატიული წარმატებების აღიარებაა“, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი ქვეყანას მაღალ დონეზე აყენებს, იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს საქართველო.
„ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება, ეს უკვე ბევრის მეტყველია და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მიმართ ნატო-ს დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ასევე, ეს საქართველოს განვითარების, პროგრესისა და დემოკრატიული წარმატებების აღიარებაა. საერთო ჯამში, საქართველოს მიმართ ნატო-ს მთლიანი პოზიციების კონსოლიდირება ხდება, რაც ჩვენ გვაძლიერებს და მაღალ დონეზე გვაყენებს იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გავხდეთ. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივების უზრუნველსაყოფადაა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26-29 მაისს, საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანას 600-მდე სტუმარი ეწვევა. 29 მაისს კი, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები