იან კელი – 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად ამაყად მოიხსენიებს.
„დღეს მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად.
ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვდევს. ეს საერთო ღირებულებებია: ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში „ვეფხისტყაოსანი“.
მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის თარგმნილი, მათ შორის, ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმანი პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას“, – წერია იან კელის მილოცვის წერილში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები