ჯეიმს აპატურაი: საქართველო მაღალ დონეზე წარსდგა ვაშინგტონში, რაც მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიზანსა და უნარზე

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველო ძალიან სწრაფად და მაღალ დონეზე წარსდგა ვაშინგტონში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “მოამბეს” განუცხადა.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ეს მიუთითებს საქართველოს მთვარობის მიზანსა და უნარზე.
“ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველო ძალიან სწრაფად და ძალიან მაღალ დონეზე წარსდგა ვაშინგტონში. ეს მიუთითებს საქართველოს მთავრობის მიზანსა და უნარზე”,-აღნიშნა გენმდივნის წარმომადგენელმა.
აპატურაიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ იქნება მთავარი საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ მონტენეგროს ალიანსში გაწვერიანებმა საქართველო უნდა წაახალისოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები