ირაკლი კობახიძე: გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა

გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
სახელმწიფო აუდიტის სასახურის ხელმძღვანელად თბილისის მერის დავით ნარმანიას შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას კობახიძემ ნაადრევი უწოდა და აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივაა.
„გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საჭირო იქნება კანდიდატის წარდგენა. ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვქონია რაიმე ფართო კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. კონსულტაციები დაიწყება, კანდიდატთან დაკავშირებით ალბათ გვექნება შეჯერებული პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ივლისში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები