უილიამ ლაჰიუ: ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს.
ლაჰიუმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვა შეაფასა.
„ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას შეუერთდეს ნატოს. თუ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატოს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო გახდება ნატოს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ“, – დასძინა უილიამ ლაჰიუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები