ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას აფასებს-ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარებას ეხმაურება და აღნიშნულს მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დღემდე ასეთი ღონისძიება ნატოს ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრი გახდა.
“შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და ამ ღონისძიებას დიდი ენთუზიაზმით ვუმასპინძლებთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები