მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ, ცოტნე ზურაბიანმა, დავით მათიკაშვილმა და კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა გააცნეს.
დეპუტატებმა ცვლილებების მომზადების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა. დეპუტატებმა უპასუხეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, ტერიტორიული მოწყობის საკითხები.
კომისიის წევრები ადგილობრივების შეკითხვებს 2 საათის მანძილზე პასუხობდნენ. ძირითადი აქცენტი, მიწის გასხვისების, პრეზიდენტის არჩევისა და საარჩევნო სისტემის მიმართულებით გაკეთდა.
პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები