ახალი ზელანდიის კოსმოდრომიდან კოსმოსში რაკეტა გაუშვეს
ახალ ზელანდიაში მდებარე კერძო კოსმოდრომიდან ამერიკულმა კომპანიამ კოსმოსში რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
Electron-ის კლასის რაკეტა ამერიკულ აეროკოსმოსურ კომპანია Rocket Lab-ს ეკუთვნის. ახალი ზელანდიის მედიის ინფორმაციით, ეს კერძო კოსმოდრომიდან კოსმოსში რაკეტის გაშვების პირველი ფაქტია.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, რაკეტის სტარტი 22 მაისისთვის იყო დანიშნული, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო. კონკრეტულად რა ტვირთი გაიყვანა რაკეტამ ორბიტაზე, უცნობია.
მომავალში კომპანია ამ რაკეტით დედამიწის ორბიტაზე 225 კილოგრამამდე მასის ობიექტების გაგზავნას აპირებს.