კახა კალაძე: საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში

ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და გასხვისება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს უნდა ხდებოდეს.
„ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია “როშე” და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ეს არის არა მარტო მისი და პრემიერ-მინისტრის პოზიცია, არამედ მთელი გუნდის პოზიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები