ვენესუელაში საპროტესტო აქციების დროს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა
საპროტესტო აქციების დროს ვენესუელაში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა El Nacional-ი იუწყება. ბოლივარის შტატში 22 წლის სტუდენტი მოკლეს, ხოლო სულიას შტატში – 24 წლის ბუღალტერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 60-მდე ადამიანი პოლიციასთან შეტაკებების დროს დაშავდა.
ვენესუელის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აპრილის დასაწყისიდან საპროტესტო აქციების და შეტაკებების შედეგად ქვეყანაში 55 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ათასამდე ადამიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, პოლიციამ ამ ხნის განმავლობაში 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა.