იანოშ ჰერმანი: ევროკავშირი მხარს უჭერს შრომითი ინსპექციის შემოღებას საქართველოში

ევროკავშირი მხარს უჭერს შრომითი ინსპექციის შემოღებას საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა „შრომის ინსპექციის მომავლის“ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, შრომითი ინსპექციის შემოღება ყველა ინციდენტის პრევენციას ვერ მოახდენს, თუმცა შრომით პირობებს გააუმჯობესებს.
„შრომითი ინსპექცია საზოგადოების ინტერესშია, ტყიბულის მაღაროში მოხდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი. უფრო ფართო კონტექსტში კი უნდა ვთქვათ, რომ ინციდენტების რაოდენობა საქართველოს სამუშაო ადგილებში არ მცირდება, სამუშაო პირობები კი ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მხარს უჭერს შრომითი ინსპექციის შემოღებას. რა თქმა უნდა, ეს ყველა ინციდენტის პრევენციას ეს ვერ მოახდენს, თუმცა გააუმჯობესებს პირობებს. ხანდახან ვისმენთ, რომ ეს ქართულ ბიზნეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. სწორი შრომითი ინსპექცია უკეთეს გარემოს შექმნის“,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები