“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული”

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.
„26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“– განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები