ეკა ბესელია გერმანელ პროფესორებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა

ეკა ბესელია მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, პროფესორ პეტერ იურგენ გრაფს, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილ პროკურორს, ვოლფრამ შედლერს, მაქს-პლანკისინსტიტუტის ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელს, ელიკო წიკლაურ-ლამიხს, ამავე ინსტიტუტის წამყვან რეფერენტს და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარეს მიხაელ კილხლინგს, ინსტიტუტის თანამშრომელს თეოდორ ლამიხსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა.
„ეს არის ძალიან მაღალი დონის ექსპერტთა ჯგუფი, რომელთანაც თანამშრომლობას ვგეგმავთ იურიდიული კომიტეტის ფარგლებში. გვქონდა ასეთი თანამშრომლობის პრეცენდენტი წინა მოწვევის პარლამენტში, როცა ვმუშაობდით სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და რომელიც ეხებოდა წამების წინააღმდეგ დანაშაულების გამკაცრებას, სანქციის გაზრდას, რამდენიმე ახალი გარემოების დამატებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა მოსაზრებების გაცვლის კუთხით ახალ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ისეთ ახალ გამოწვევებზე მუშაობს, როგორიცაა კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოძიება, ფიქსაცია და მოხსნა. დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმიდთ, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და გვექნება ძალიან კარგი ფორმატი,სადაც შესაძლებელი იქნება მათი ექსპერტული მოსაზრებების გამოყენება”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები